დაპირისპირება შიდა ქართლში - მაჟორიტარი დეპუტატის შემდეგ გუბერნატორს გორის გამგებელი უპირისპირდება
პოლიტიკა - 00:48, 02 Feb, 2016     2069
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მხარის გუბერნატორს უპირისპირდება, ამის შესახებ გორიდან ,,ნიუპოსტის“ კორესპონდნეტი იტყობინება. დავით ონიაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გორის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იზიარებს. კერძოდ, ვახტანგაშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერიდან გუბერნატორს გადადგომისაკენ მოუწოდა , მიზეზად კი გორში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დაასახელა. პოლტიკურ კრიზისზე საუბრობს ონიაშვილიც, ის ერთ-ერთ მაგალითად გორის საკრებულოში პირველი პირების იმპიჩმენტის დაწყებას ასახელებს, თუმცა კონკრეტული განცხადებებისგან თავს იკავებს. ,,შექმნილი კრიზისული სიტუაცია ძირითადად არის სამხარეო ადმინისტრაციის პასუხიმგებლობის ქვეშ. ჩემი მხრიდან და გამგეობის მხრიდან, საქმიანობა არის ხალხის მსახურობაზე ორიენტირებული და ხშირად ყოფილა რომ ამ ორიენტირებისკენ ერთმანეთს არ დამთხვეულა ჩვენი პოზიციები"-განაცხადა გამგებელმა.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. რაც შეეხება ვახტანგაშვილის მოწოდებას, გუბერნატორმა პარლამენტარს ასე უპასუხა. „არ ვაპირებ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილის ბრალდებებზე ვრცელი განცხადების გაკეთებას. ყველასთვის ისედაც გასაგებია, რომ საარჩევნო წელს ადგილი ექნება დაუსაბუთებელ ბრალდებებს. მე, როგორც სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და არანაირ პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ ვგეგმავ.”-განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42