პრეზიდენტის თქმით, გართულებული ეკონომიკური ვითარება არა მხოლოდ გამართლებული ან არგამართლებული ხელისუფლების ნაწილია. ,,რეგიონში არის ურთულესი ვითარება, რაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორებზე გავლენას ახდენს. რთულ ფონს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოდ რამდენად ეფექტური ან წარუმატებელი იყო პოლიტიკა. ყველა ადამიანი თავის ეკონომიკურ მდგომარეობას ზომავს თავისი მაცივრით, თავისი მაგიდით და არა დონ ჯონსის ინდექსით და ეს ნორმალურიც არის. მე არ მგონია, რომ უნდა ვიყო შეფასებითი ქართული ოცნების მიმართ, რადგან ეს პოლიტიკური ძალა მიდის არჩევნებში და ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს არის ის საუკეთესო პოლიტიკური ძალა თუ უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალა“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
რას შეეხება ,,ქართული ოცნების“ მოღვაწეობის განვლილ წლებს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაწყებული რეფორმები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.
,,ის, რაც დაიწყო ქართულმა ოცნებამ, იგივე ჯანდაცვის რეფორმა, სოფლად მიმდინარე პროცესი, უნდა შენარჩუნდეს“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






