,,ჩემი მოხსენების ძირითადი გზავნილები შეეხება ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხები. ერთის მხრივ საშინაო პოლიტიკას და მეორეს მხრივ იმ საგარეო გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას ამ ახალი შეცვლილი, გეოპოლიტიკური და უსაფრთხობის ვითარებიდან გამომდინარე. აგრეთვე გაკეთედება აქცენტი, მომავალ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ და ეს არის არჩევნები. მაგრამ ღერძი და ძირითადი პოზიცია, რომელიც ჩემთვის როგორც პოლიტიურად ასევე ემოციურად არის ყველაზე მძიმე და აქტუალური, ეს არის ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რომელიც არის წინაპირობა ყველა საკითხისა. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების განტკიცება, როგორ გავძიეროთ ჩვენი კონკურენტული შესაძლებლობები ეკონომიკის გაძლიერებისთვის“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






