,,ჩვენ გაგვაჩნია უარყოფითი წარსული, როცა ჩვენ შეგვეძლო ერთულ ტელევიზიებში მისვლა და როცა ადგილი ჰქონდა მათ შეზღუდვას. მაშინაც კი ის მცირე გამონათებები გვაძლევდა შესაძლებლობას, გავლენა მოგვეხდინა პოლიტიკურ პროცესზე. ყოველგავრი არგუმენტის გარეშე შეაჩერეს თქვენი წარმატებული ეთერი და აქ კითხვის ნიშნები რჩება“ - განაცხადა პრეზიდენტმა და რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია, რომ არ შეიძლება ხელყოფილი იქნეს სასამართლოდ, მედიის და საკუთრების უფლება. ,,აქედან გამომდინარე ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში და როცა ჩნდება შეშფოთება და კითხვის ნიშნები, გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა არის სააერჩევნო წელი, ჩვენ ვიქნებით განსაკუთრებით ყურადღებით“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






