„არ ვარ წმინდანი, მაგრამ ქალი ვარ... დავგმოთ ვიწრო აზროვნება“ - იუნა შაფათავას პროტესტი
სოც.მედია - 16:19, 01 Feb, 2016     4976

იუნა შაფათავა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და სხვადასხვა პოსტებით ყოველდღიურად ახსენებს თავს ინტერნეტ მეგობრებს. ამჯერად მისი პოსტი მის ტყუპისცალ დას, დისშვილს და დისშვილის მამას ეძღვნება. როგორც იუნა ამბობს, მისი საყვარელი დისშვილი მამის გამო ხშირად იჩაგრება და ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ ნებართვის გარეშე მისი ქვეყნიდან გაყვანას. მისი სურვილია, კანონში ცვლილების შეტანა და ასეთი "მამებისთვის" ერთადერთი სასპეკულაციო მექანიზმის ჩამორთმევა.

„ჩათვალეთ რომ ჩემი შვილია მაშა. დეას შვილი ჩემი შვილია. ჩემი ტყუპისცალის შვილი. მას აქვს აღკვეთილი ადამიანის უზენაესი - თავისუფლების უფლება-მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში, კანონი ქალებს და ბავშვებს არ იცავს. რადგან ბავშვს მამის გვარი აქვს, მამას უფლება აქვს, პასპორტი არ მისცეს და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც ასევე,საკუთარ კაპრიზს დაუქვემდებაროს. ეს მხოლოდ დეას და ჩემი პრობლემა არ არის. მადლობა ღმერთს და მის სამსახურს - დეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი ქალია საქართველოში, ვამაყობ ჩემი დით! და აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შვილის გამოკვების, შენახვის და განებივრებსაც. სულ იმას ვიმეორებ: საწყალი, უპატრონო, უმუშევარი ქალი რომ ყოფილიყო, შვილის მამა ფეხებს შეაწმენდდა, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ასე არ გამოვა, ძლიერები ვართ და ერთადერთ (!) სასპეკულანტო შანსს იყენებს და ბავშვს უჭრის ფრთებს, "მამა". ბავშვს, რომლის დედა მივლინებებშიც წაიყვანდა -არის ამის შესაძლებლობა; რომლის ორივე დეიდას აქვს შესაძლებლობა, მთელი მსოფლიო აჩუქოს და მამა (!!!!) ჯინაზე, ბავშვს შეფერხებას უქმნის, მის ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტით - ქაღალდზე მამობით და ეს ფაქტი არ ისჯება. ყველა მარტოხელა ქალის სახელით, ღარიბი, მდიდარი, ბედნიერი, უბედური, მაგრამ საკუთარი შვილის გაჩენით ბედნიერის - გთხოვთ, სამართალდამცვლებო, უფლებადამცველებო - შეიტანეთ ცვლილება კანონში და ჩამოვართვათ ასეთ "მამებს" ეს მათი ერთადერთი სასპეკულაციო მექანიზმი. მივცეთ ბავშვებს სუნთქვის შესაძლებლობა. დავგმოთ ვიწრო აზროვნება. გთხოვთ ყველას, ვაჩუქოთ ცოცხალი მამით უმამოდ გაზრდილ ბავშვებს თავისუფლება.
პ.ს. დეა არის წმინდა გოგო. მისთვის უმამოდ ბავშვის გაჩენა უკვე იყო განაჩენი - ეს ის კაცია, მთელ თბილისში რომ დასდევდა დეას, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. ყვავილებით, საჩუქრებით, ფსქოზებით, ისტერიკებით, ჩვენ სახლთან მანქანაში ფანატიკური დარაჯობით და ძილით. ეს ის კაცია, მის პირველივე დანახვაზე რომ ვთხოვე: სხვადასხვა პლანტებიდან ხართ შენ და დეა, გთხოვ, გაეშვი ჩემ დას, სხვა გოგო ნახე. ეს ის კაცია, რომლის მეგობრები ჩურჩულით მეუბნებოდნენ: დეას დონის გოგო არასოდეს ყოლია-დიახ, მაგარი და მყავს და მეამაყება. ხმამაღლა ვამბობ, კუკარაჩა რომ ამბობდა ინგაზე: წმინდაა ეს ქალი! დიახ, მე ვიცავ ჩემ დას! არ იმსახურებდა ის კაცი მას და არც იმას იმსახურებდა, ეს ანგელოზი რომ დეასთან ერთად აჩუქა ღმერთმა! და რით გადაუხადა? ბავშვს? თავისუფლების აღკვეთით? მე დეას ტყუპისცალი ვარ. მე არ ვარ წმინდანი, მაგრამ ქალი ვარ, ნამდვილი და ძალიან ბევრი მამაკაცი დაგიდასტურებთ ჩემი ხასათის სიძლიერეს. ჩემს ხელთ ერთადერთი ბერკეტია-სიმართლე და, დობა.
მე მინდა ჩემი და ბედნიერი ქალი იყოს. და ასევე, ჩემი დის შვილი. ჩემი დის შვილი -ჩემი შვილია. ძალიან გთხოვთ, აღვუდგეთ ასეთ "მამებს" და საფუძველშივე მამობის ფუნქცია შენარჩუნებულებს, არ მივცეთ ჩვენი, ქალების, შვილებით, სპეკულირების უფლება! ჩემი Маруся იქნება თავისუფალი, გადაადგილებაში მსოფლიოში და დეა, ჩემი 24/7 მშრომელი მარტოხელა დედა, თუმცა ჩვენი კანონით, ვინაიდან ბავშვი მამის გვარზეა, ქალი მარტოხელა დედად არ ითვლება -აი მარაზმი და ხარვეზი მენტალიტეტში! - დეა მაინც იქნება ბედნიერი. დეა გათხოვდება კაცზე, რომელიც მას იმსახურებს და ეყოლება ისეთი ბედნიერი ოჯახი, რომელზეც ბავშვობდან ოცნებობს და რომლის არ არსებობა ჩვენი ბავშვის "მამის" დიდი შავი მუშაობით გამწვეული დანაშაულია. დეა იქნება ბედნიერი, ისევე როგორც ასეთი რეგვენი "მამებით" გაწამებული სხვა გოგოები და ბავშვები. ეს ჩვენი სამოქალაქო ვალია, ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების მომავალზე. ვინ, თუ არა მე, ცხრა მთა, ცხრაასი საშინელება გამოვლილმა ქალმა არ დავიცავი ჩემი და და სხვა გოგოები?

მე და მაშამ სურვილი ჩავიფიქრეთ ახალ წელს. თოვლის ბაბუას ვთხოვეთ ნაძვის ხესთან, რომ მაშას წავიყვანთ დისნეილენდში, მე გადამიღებენ კინოში, დედიკო გათხოვდება და ძამიკოს გაუჩენს და სოფიკო დიდი მუზარადის შეჯიბრს მოიგებს. პარიზის დისნეილენდში წასვლა სოფიკოს როლან გაროსზე წასვლას უნდა დავამთხვიოთ, რომ დეიდას უგულშემატკივროს. მე შევპირდი ბავშვს და შევასრულებ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ბედნიერებას ვუსურვებ დეას და ყველა მაგარ გოგოს, რომელიც შვილს იმ კაცისგან ზრდის, სიყვარულს რომ ეფიცებოდა და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ბავშვს სახლში პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ ვაჯობებთ ასეთ არაკაცებს და ვიქნებით ბედნიერები...“ - წერს იუნა შაფათავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42