ქეთი დოლიძე "ქართული ოცნების" სიაში?! - "მხარდამჭერი ვარ და 2016-შიც დავეხმარები"
პოლიტიკა - 13:47, 01 Feb, 2016     5998
როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია 2016 წლის სააპარლამენტო არჩევნებისთვის? ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო "ქართული ოცნების" მხარდაჭერას კვლავ აპირებს.

ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუსას ოლიგარქმა ისიც დააანონსა, რომ კოალიციის საპარლამენტო დეპუტაციის ნახევარი მომავალ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდება.

"ქართული ოცნების" აუტსაიდერებზე „ნიუპოსტი“ ადრეც წერდა. გამოცემას ოცნებასთან დაახლოებული ადამიანები უყვებოდნენ, რომ ქართული ოცნება ხელოვანებზე უარს ამბობს. კოალიციის ახალ საარჩევნო სიაში მსახიობები, რეჟისორები და სპორტსმენები სავარაუდოდ აღარ იქნებიან. მმართველი გუნდი 2016 წელს მომავალ პარლამენტში აქცენტს იურისტებსა და ეკონომისტებზე გააკეთებს.

ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

ირაკლი აბაშიძის თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

„ქართული ოცნების“ კულუარებიდან „ნიუპოსტს“ სანდო წყარომ აცნობა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა რეჟისორ ქეთი დოლიძეს ერთგულება დაუფასა, რაც „კუკარაჩას“ ავტორის საარჩევნო სიაში ჩასმით გამოიხატება“.

ქეთი დოლიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ მხადრაჭერა არ უარყო და თქვა, რომ წინასაარჩევნოდ მისი დახმარება თუ დასჭირდა მზად არის, თუმცა საარჩევნო სიაში მისი ჩასმის საკითხი გამორიცხა.

ქეთი დოლიძე: თქვენი ჭირიმე რა... არც კი თქვათ ასეთი რამ, ხუმრობითაც კი...

-„ქართული ოცნებისგან“ შემოთავაზებაც არ ყოფილა?

- ცხოვრებაში ეს არავის შემოუთავაზებია და ვერც შემომთავაზებდნენ. მე არავითარი კავშირი არ მაქვს პოლიტიკასთან, გარდა იმისა რომ აქტიური მოქალაქე ვარ. ჩემი საარჩევნო სიაში ყოფნა აბსოლუტურად ტყუილი და დეზინფორმაციაა.

- „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერად რჩებით? - თუ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს კვლავ თქვენი დახმარება, კვლავ ჩაერთვებით საარჩევნო პროცესში?

- რა თქმა უნდა. მხარდამჭერი ვარ და რა თქმა უნდა დავეხმარები 2016 წელსაც.

- მმართველი ძალის საქმიანობა სრულ თანხვედრაში მოდის 2012 წელს გაცემულ დაპირებებთან?

- მე კმაყოფილი ვარ, ყველა მთავარი დაპირება შეასრულა ოცნებამ. მე მინდა გკითხოთ თქვენ, „ნიუპოსტი“ ხართ თუ სხვა ჯი, თქვენ შეისწავლეთ, ნახეთ რა გაკეთდა სამი წლის მანძილზე, არადდა ნამდვილად ძალინ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. ოცნების ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ არ საუბრობს გაკეთებულ საქმეზე ანუ პიარი აქვთ ცუდი. მხოლოდ პრობლემებს ნუ ეძებთ, მოიძიეთ რა გააკეთეს, ახლა მეჩქარება რეპეტიცია მაქვს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42