"ჯიპი გავაჩერე და პრემიერი შემრჩა ხელში... რა სხვაო, გადმოხტა მანქანიდან" - რა მოხდა ზედაზენზე
სოც.მედია - 13:06, 01 Feb, 2016     24629

ფეისბუქმომხმარებელი GoDee KiLadzee სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.

"ბატონო გიორგი კვირიკაშვილი!
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღეს დილით ზედაზნის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.
თქვენ დღეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალდებულების არაჩვეულებრივი შესრულებით დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა , თქვენი სახით, მართლაც, რომ გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანის ხელშია.
პატივისცემით
თქვენი მადლიერი თანამემამულენი" - წერს კილაძე.

როგორც კომენტარებიდან ირკვვა, მინისტრი თოვლში ჩარჩენილ ახალგაზრდებს დაეხმარა.

„თოვლში ჩავრჩი, ზედაზენზე. საკმაოდ დიდი თოვლი იყო. რომ მივხვდი, რომ ვერ ავიდოდი, უკან დავიხიე და დავსრიალდი. ჩაჯდა არხში მანქანა… დახმარება ვითხოვე. ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში. გადმოხტა მანქანიდან, საბუქსირე არ გვქონდა, ვერ ამოვიყვანეთ. ვინც ახლდა იმან - კაროჩე, სხვა ვინმე გამოივლის ბუქსირი ვისაც ექნება და ამოგიყვანსო. პრემიერმა რა სხვაო. გადახტა, რომელი ბორბალიც გვქონდა ჩაფლული იმ მხარეს ტალახში, ამოიყენა გვერდზე ვინც ახლდა და მომაწვნენ და ამომიყვანეს. სულ დავუსვარე ტანსაცმელი, ტალახი მიეყარა, ბოდიშები და მადლობები გადავუხადე. თან უხერხულად ვიგრძენით თავი, რომ დაისვარნენ. თუმცა ამავდროულად, გვეამაყებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და საქართველოს პირველმა პირმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ გამოგვიწოდა დახმარების ხელი“ - წერს ფეისბუქმომხმარებელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42