მომღერალი ეკა კვალიაშვილი გაკვირვებული და გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზე არ დაპატიჟეს. ვარსკვლავის გახსნის შესახებ მან შემთხვევით თემურ თათარაშვილისგან შეიტყო. როგორც ჩანს ეკა კვალიაშვილი ამ პოსტით დათო ოქიტაშვილს საყვედურობს, ხოლო მაია ჯაბუას ულოცავს ამ სასიხარულო ამბავს.
„ამ პოსტს იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სიმართლე იცოდეს ხალხმა, ჩემდა საბედნიეროდ, ტელეგადაცემებით ვერ ვინტერესდები, თუ რაიმეს ყურება მინდა, ინტერნეტით უყურებ,გუშინ დათო ძიძიგურთან ვიყავით, დათოს დედის დაბადების დღეზე, შევიკრიბეთ ბავშვობის მეგობრები, რა თქმა უნდა თემო თათარაშვილიც იქ იყო, მომიტრიალდა და მეკიტხება შეშფოთებული და დაბალი ტემბრით, ქალო, რატომ არ მოხვედი მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეო? მე მივხვდი, რომ არ იყო საქმის კურსში თემუკა და ალბად ეგონა, რომ დამპატიჟეს, მოსაწვევი გამომიგზავნეს და მე კი, რატომღაც არ მივედი… არავის, ჩემთვის არც მოსაწვევი გამოუგზავნია და არც სიტყვიერად და სატელეფონო საუბარში არ მივუწვევივარ,
სადაც სიებს ადგენენ ხოლმე, დათო ოქიტაშვილის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე, დასასწრები მოსაწვევებისთვის, რატომგაც არასდროს ვახსენდები ამ ადამიანს. თემოსგან გავიგე, რომ გუშინწინ შესდგა ეს დღე.
ჩემო მაიკო, გულით გილოცავ ვარსკვლავის გახსნას, გისურვებ მრავალ წარმატებას შენი ცხოვრების მანძილზე, თემურისაც დავაბარე და ჩემი გვერდიდანაც გილოცავ. მართლა არავის უთქვამს ჩემთვის თორემ, ამ სასიხარულო ამბავს, მერწმუნე არ გამოვაკლდებოდი. მიყვარხარ და როგორც კოლეგას, გისურვებ ბედნიერ და გამართლებულ კარიერულ გზას“-წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






