ხიდაშელის უწყებამ სამხედროების მიერ სექსუალურ ძალადობის ფაქტზე გამოძიება გაეროს ოფიციალური განცხადებამდე დაიწყო
პოლიტიკა - 20:22, 30 Jan, 2016     1431
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით თავდაცვის უწყებას ოფიციალურ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე ქონდა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ გაეროს კომისარიატი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაიის გამოქვეყნებას გეგმავდა, აღნიშნული განცხადება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა "ქრონიკის" ეთერში გააკეთა:

„მე გამოძიების ბრძანება გავეცი მაშინვე როდესაც ჩვენ მივიღეთ პირველი შეტყობინება ეს იყო გასული კვირის ოთხშაბათს, დაახლოებით ერთი კვირა არის რაც გამოძიება დაწყებულია. ჩვენ არ დავლოდებივართ ოფიციალური განცხადების გაკეთებას და პირველივე შეტყობინების მიღებიდანვე დავავალე სამხედრო პოლიციას გამოძიებას. გამოძიება დროს მოითხოვს, რადგან დანაშაულის სავარაუდო ადგილი არ არის ჩვენ ქვეყანაში და ჯგუფი გაემგზავრება ცენტრალურ აფრიკაში, რაც გარკვეულ პროცედურებს ითვალისწინებს“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ზეიდ რაად ალ ჰუსეინი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე უცხო ქვეყნის სამხედრო პირების მიერ სექსუალურ ძალადობას ეხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42