"ვისაც შია შეარგოს!"- სენდვიჩებით სავსე ყუთი პეკინზე
სოც.მედია - 18:43, 30 Jan, 2016     15530
დღეს პეკინის ქუჩაზე გამვლელები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ. ქუჩაში სენდვიჩებით სავსე ყუთი იდგა, რომელსაც სინტერესო წარწერა ჰქონდა "ვისაც შია შეარგოს! ვინც შეძლოს დადოს და გამჩენმა დალოცოს!". როგორც ფეისბუკზე გაირკვა აღნიშნული საქველმოქმედო აქციის ავტორი დავით გაჩეჩილაძეა, ის მსგავსი აქციის გაგრძელებას და "მადლიანი მაგიდების" დადგმას სხვა უბნებშიც აპირებს. იმისთვის რომ საქართველოში შიმშილით არასოდეს აღარავინ აღარ მოკვდეს დავითი მხარდაჭერას სხვა მოქალაქეებისგანაც ითხოვს:


"აქცია მადლი ქენი...
დღეს წარმატებით დასრულდა ადამიანები მოკრძალებითა და მადლიერებით იქცეოდნენ, ზოგიერთმა ორი ცალი მორიდებით ითხოვა, ზოგმა კი 10 უკითხავად აიღო, მაგრამ ღმერთმა ყველას შეარგოს.
მთავრია რომ დღეს რამოდენიმე ათეული ადამიანი დაპურდა, რამაც მოგვცა რწმენა რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ და გვინდა ყოველდღიური სახე მივცეთ აქციას და თბილისის რამოდენიმე უბანში დავდგათ "მადლიანი მაგიდები".
სადაც თითოეული ჩვენგანი, პროდუქტებსა და საკვებს დავტოვებთ და მადლს წავიღებთ იმით რომ,
- კიდევ ერთი მშიერი დაპურდება.
ხვალიდან დაგვჭირდება მაგიდები და მეტი რესურსები რომ სტაბილური სახე მივცეთ ამ ქველმოქმედებას.
მინდა რომ საქართველოში შიმშილით არასოდეს აღარავინ აღარ მოკვდეს.

ყველას დიდი მადლობა ვინც გაიზიარა და მოიწონა ჩვენი პოსტები. განსაკუთრებით კი ქართველ ემიგრანტებს და მათ ვინც ფინანსური მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
გაცნობებთ ჩვენს ანგარიშს
GE80BG0000000289417300

ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ექსპრესს გადახდის აპარატებიდანაც. პირადი ნომრის 01010003393 მითითებით.
სამყაროში არაფერი არ იკარგება. როგორც იტყვიან მადლი ქენი, გაიარე წინ დაგხვდება ..."- წერს დავით გაჩეჩილაძე ფეისბუკზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42