„პანკისის ხეობაში პირველად ვარ, ვეცნობით ვითარებას. ყველამ გვითხრა, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რაიმე მსგავსი არც მე შემიმჩნევია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ლავროვის გაკეთებული განცხადებაში იყო ნაგულისხმები. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სწრაფი და ნათელი პასუხი ქონდა, ასე რომ ამ თემაზე დამატებით კიდევ რაიმეს თქმა საჭირო არაა.“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პანკისიდან მომავალ საფრთხეზე ისაუბრა. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ისლამისტები ამ რთულად მისაღწევ ტერიტორიას წვრთნებისთვის და საკუთარი რეზერვების შესავსებად იყენებენ“ - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა, რამაც რუსეთი იძულებული გახადა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაემკაცრებინა.
მასალის გამოყენების პირობები






