„არავითარი დაჯგუფებები პანკისის ხეობაში არ მზადდება. ჩატაევს რაც შეეხება ის გათავისუფლებულია. კანონიერად გათავისუფლდა და ეს შეცდომა იყო თუ არა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ის ჩვენ ქვეყანაში არ იმყოფება და ჩვენ მასზე პასუხს ვერცერთ ქვეყანას ვერ გავცემთ ის რას ამზადებს და რას გეგმავს. თუ ჩვენ რაიმე ინფორმაცია გვექნება, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით ამ ინფორმაციას.
პანკისში არის სიმშვიდე და აქედან გამომდინარე დღესდღეობით არანაირი პრობლემა არ არსებობს“- განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რუსეთის სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოსთვის“ მებრძოლთა მთავარი "მიმწოდებელი" დაასახელეს. მათი თქმით, ეს პანკისის ხეობაში დაკავებული და მოგვიანებით საქართველოს პროკურატურის მიერ გათავისუფლებული ახმედ ჩატაევია. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პანკისიდან მომავალ საფრთხეზე იაუბრა.
მისი თქმით, პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა, რამაც რუსეთი იძულებული გახადა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაემკაცრებინა.
მასალის გამოყენების პირობები






