23 წლის სპორტსმენი, კოტე ზარნაძე, საფეხბურთო კარიერას რიგაში განაგრძობდა, თუმცა მის ცხოვრებაში მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. კოტეს მწვავე მიელოიდური ლეიკოზის დიაგნოზი დაუსვეს. კოტე ჰემატოლოგიის ცენტში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და სასწრაფო დახმარება ესაჭიროება. ოპერაცია თურქეთში კეთდება, რომლისთვისაც 40 000 დოლარია საჭირო. თანხა, რომელიც 2 შვილის მამას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, არ არის კოლოსალური. საკმარისია გულისხმიერება გამოვიჩინოთ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა და თუნდაც მინიმალური თანხით დავეხმაროთ მას. ძალა ერთობაშია, სიკეთე კი გადამდები. ეს არაერთხელ დაუმტკიცებია ქართველ ხალხს. ასე რომ დავუდგეთ 23 წლის კოტე ზარნაძეს გვერდით და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.
ანგარიშის ნომერი GE75BG0000000638959800
საქართველოს ბანკი მიმღები: კონსტანტინე ზარნაძე
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 593 622 669 -თათა 591412955 ან 599307989 ნინო.
შოკისმომგვრელი ამბავი სოციალურ ქსელში მალე გავრცელდა. რამდენიმე საათს წინ კი კოტე ფეისბუკის საშუალებით მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და მისი მდგომარეობის გაზიარებისთვის.
„უღრმესი მადლობა მეგობრებო, ნათესავებო, ოჯახის წევრებო და უბრალოდ კეთილო ადამიანებო, იმხელა ძალა და ენერგია გადმომეცით დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მალე კი ლეიკემიით დაავადებულებს ხმამაღლა ვეტყვი - „ის რაც ჩვენ გვჭირს უბრალოდ დიაგნოზია და არა განაჩენი“- ერთად ყველაფერს შევძლებთ, სიკეთე გადამდებია“-წერს კოტე ზარნაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.



მასალის გამოყენების პირობები






