აშშ-ის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომლის ბათუ ქუთელიას განცხადებით ქართულ ჯარს ერთერთი საუკეთესო შედეგი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ამიტომ ამ საჭიროა, რომ ამ ინციდენტის სკრუპულოზული გამოძიება მოხდეს:
„რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა მოხდეს ამ ფაქტის მთლიან ქართულ ჯარზე განზოგადება. ქართული ჯარის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის“- განაცადა ქუთელიამ
იგივე მოსაზრებას აფიქსირებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძეც:
„ეს არის კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და მას ესაჭიროება ძალიან დეტალური გამოძიება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამის განზოგადება მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე“- განაცხადა დავით სიხარულიძემ „კურიერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ზეიდ რაად ალ ჰუსეინი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე უცხო ქვეყნის სამხედრო პირების მიერ სექსუალურ ძალადობას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






