„არავითარი ასეთი სახის ინფორმაცია ჩემთან არ მოსულა, არავითარ ჩივილს ადგილი არ ქონია, პირიქით, ვიცი, რომ ისინი ძალიან კარგად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილი. ჩვენი სამსახურის მისიიდან გამომდინარე ისეთ ადგილებზე იყო განლაგებული ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პოსტები, რომ ხშირად ადგილი ქონდა მოსახლეობის ჯარისკაცებთან ახლოს მოსვლას, თუმცა ახლო ურთიერთობაში არ ვყოფილვართ. მე აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს გამოძიება“- განაცხადა ბუაძემ „კურიერთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველმა სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს.
როგორც კომისარიატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხში ზეიდ რაად ალ ჰუსეინი შეშფოთებულია იმ ბრალდებების გამო, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვან გოგონებზე უცხო ქვეყნის სამხედრო პირების მიერ სექსუალურ ძალადობას ეხება.
მასალის გამოყენების პირობები






