მთავრობამ ზამთრის კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მომზადებული კანონპროექტები განიხილა
პოლიტიკა - 15:03, 29 Jan, 2016     599
ზამთრის საკურორტო ზონებში მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერება და უბედური შემთხვევის მაქსიმალური პრევენციისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 29 იანვრის მთავრობის სხდომაზე ორი კანონპროექტი წარადგინა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილების შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესაუბრა:

„ყველასათვის ძალიან აქტუალურია ჩვენს სასრიალო ტრასებზე არსებული მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენს ზამთრის კურორტებზე ე.წ „მთის პატრული“ გამოჩნდა, რაც ძალიან დადებითად იყო აღქმული ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მხრიდან. თუმცა ამას სჭირდება საკანომდებლო დარეგულირება. შესაბამისად, დღეს საქართველოს მთავრობაზე ჩვენს მიერ გატანილ კანონპროექტებში, რომელიც შემდგომში გადაიგზავნება უკვე პარლამენტში, განისაზღვრა მოქმედების ძირითადი არეალი, ასევე სათხილამურო ტრასა, თოვლმავალი და თოვლმავლით სიარული. ასევე განისაზღვრა აქტუალური შეზღუდვები, მათ შორის ალკოჰოლურ მდგომარეობაში თოვლმავლის ტარების, ასევე ალკოჰოლურ მდგომარეობაში სრიალის, 16 წლამდე მოზარდის მიერ თოვლმავლის ტარების და სხვა შეზღუდვები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, კანონპროექტით ასევე იზღუდება მარკირებულ ტრასებზე თოვლმავლით სიარული. „ მეორე პრობლემა იყო, როდესაც თოვლმავლები შედიოდნენ იქ, სადაც ჩვეულებრივი მოთხილამურეები სრიალებდნენ და უქმნიდნენ საფრთხეს მათ. საკურორტო ზონებში წესრიგის დამყარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მარკირების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროზე რჩება იმისთვის, რომ კონკრეტულად განისაზღვროს სასრიალო ტრასები, განისაზღვროს ის ადგილები, სადაც თხილამურით უნდა ისრიალო და ადგილები, სადაც არ იქნება დაშვებული თოვლმავლით სიარული“ - განაცხადა მინისტრმა.

კანონპროექტების მიხედვით, იკრძალება თოვლმავალი საშუალების მართვა და სასრიალო ფერდობზე/ტრასაზე სრიალი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე იკრძალება სასრიალო ფერდობზე/ტრასაზე ისეთი ქმედება, როდესაც მოსარგებლე აშკარად, პირდაპირ არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

წესების არდამორჩილების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სანქციები, მათ შორის გაფრთხილება, დაჯარიმება და სასრიალო საშუალების ერთდღიანი ჩამორთმევა. მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით, სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირის მიერ სასრიალო ფერდობით ან ტრასით იმგვარად სარგებლობა, როდესაც იგი აშკარად, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამოიწვევს წერილობით გაფრთხილებას, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით იმავე დღეს - გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

თუ მძღოლი ან სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, იგი ვალდებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.

სასრიალო ტრასით მოსარგებლე პირის მიერ სასრიალო ფერდობით ან ტრასით სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და სასრიალო ტრასით სარგებლობის საშუალების ჩამორთმევას ერთი დღით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლებში მთელ მსოფლიოში მკვეთრად მოიმატა სამთო კურორტებზე ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულმა ლეტალურმა შემთხვევებმა.

მსოფლიო სამთო კურორტები, მათ შორის შვეიცარიის კურორტებიც, ამკაცრებენ ზომებს ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ, რადგან სასრიალო ტრასით მოსარგებლეები ფაქტობრივად, იმავე საფრთხის ქვეშ არიან, როგორც ავტომობილის მძღოლები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით კანონპროექტების მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. კანონპროექტები დაჩქარებული წესით განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42