"ბავშვებს დედა მოუკლა, აყურებინა როგორ იცლებოდა ნინო სისხლისგან" - საზარელი მკვლელობა ვარკეთილში
პოლიტიკა - 13:26, 29 Jan, 2016     43500

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია, ფაქტობრივად, 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლა, ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.

თვენახევრის წინ სოფელ ქვიანიდან ქმარს გამოქცეული ნინო კილასონია, 11 წლისა და 8 წლის შვილებთან ერთად, სწორედ ხსენებულ თავშესაფარში მცხოვრებ დის ოჯახს აფარებდა თავს; გაუსაძლისი სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის ფონზე ის გამუდმებით ეძებდა სამსახურს, 2 კვირის წინ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ხატების საამქროში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად, ასევე მისი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ როდის აიღებდა დედა პირველ ხელფასს, რომელიც დაახლოებით 400 ლარს შეადგენდა.

გარდაცვლილის და ქეთი კილასონია, რომელთანაც გარდაცვლილი იყო თავშეფარებული, მომხდარზე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა:

„აღარ ვიცი, როგორ უნდა დაგვეცვა მისგან ნინო?! ნორმალური სახელმწიფო რომ გვქონდეს, ასეთ ადამიანს ცოლ-შვილის ნახვას აუკრძალავდნენ კი არა, მის იზოლირებას მოახდენდნენ! ჩვენ ხომ არ დავაპატიმრებდით ამ ადამიანს, რა გამოსავალი გვქონდა?! ჩვენ იმით ვიცავდით, რომ სამსახურში დილით მივყვებოდით და როცა მუშაობას დაამთავრებდა, დავხვდებოდით და სახლში მოგვყავდა... მხოლოდ იმ საშინელ სიკვდილის დღეს არ წავყოლილვართ; თუმცა რომ წავყოლოდით, ორ გარდაცვლილს მესამეც დაემატებოდა ალბათ. დაგვღუპა... ბავშვებს დედა მოუკლა, აყურებინა როგორ იცლებოდა ნინო სისხლისგან... გონზე ვერ მოგვყავს ბავშვები... ისეთი ტრაგედია დაემართებათ, აღარ ვიცი, როგორ უნდა აეწყოს მათი ცხოვრება... თითქოს გულმა ცუდი მიგრძნო, დავურეკე, - მალე მოხვალ-მეთქი? - მიპასუხა, - 15 წუთშიო. სახლიდან 50 მეტრში, საღამოს რვის ნახევარზე ესროლა... ბავშვები კივილის ხმაზე გარეთ გაცვივდნენ და მიწაზე დაგდებულ დედას თავზე წაადგნენ“, - ამბობს ქეთი კილასონია.


მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42