ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობა დამყარდეს.
"ძალიანი მნიშვნელოვანი ძალისხმევაა. საკმარისია წახვიდეთ გორისკენ და ნახოთ რა გამოიარეს დევნილებმა, რომ მიხვდეთ ეთნიკურ წმენდას ადგილი ჰქონდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამის აღიარება, ეს საერთაშორისო დიალოგისთვისაც მნიშვნელოვანია. უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება და დამყარდეს მშვიდობა საქართველოს ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ჰააგის სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ უფლებამოსილება მიანიჭა პროკურორს ფატუ ბენსუდას, რათა დაიწყოს გამოძიება შესაძლო კრიმინალურ დანაშაულებებზე, რომელიც ჩადენილ იქნა სამხერეთ ოსეთის რეგიონში, 2008 წლის 1 ივლისიდან, 10 ოქტომბრამდე.
მასალის გამოყენების პირობები






