შეხვედრას ესწრებოდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, რომელიც საკონსულტაციო საბჭოს წევრია. მსჯელობა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მან მოისმინა ყველა პრობლემა და კონრეტულ პრობლემას დავალებების სახით და დიალოგის რეჟიმში მიხედავს. ,,ყველა ასეთი საკითხი ჩვენ ჩავინიშენთ და მივხედავთ“ - აღნიშნა პრემიერმა.
"მან თქვა, რომ ეხლა უკვე შეიძლება დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას რუსთავი 2-ის საქმე. ჩვენი შეკითხვა იყო-აბა მანამდე რა ვითარება იყო?-ანუ ეს არის აღიარება ერთისმხრივ, არ უარუყვია მას, მან თქვა, რომ რადგან ეს მედიაა და გამოხატვის თავისუფლება თავის შინაარსით არის პოლიტიკური, საქმეც იყო პოლიტიკური. ჩვენ დავსვით ასევე შეკითხვა სარეკლამო ბაზარზე. სწორედ მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს იქნა ეს ძალიან ცუდი ჩვენი ბიზნესისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიღებული. მან თქვა, რომ მზად არის მოისმინოს ჩვენი წინადადებები,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






