შს მინისტრის მოადგილეები მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორ კომპანიებს და დილერებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს და დილერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარლამენტში ინიცირებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს.შალვა ხუციშვილმა და არჩილ თალაკვაძემ სტუმრებს დეტალურად აუხსნეს პრობლემის არსი და გააცნეს შსს-ს ახალი კანონპროექტის მიზნები. იმპორტიორებს და დილერებს მიეცათ საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანისა და რეგისტრაციის შეზღუდვის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე. ყურადღება გამახვილდა ვადებზე, აღნიშნული მანქანების ფასზე და ტექნიკურ გამართულობაზე, მათ გამოყენებაზე ავტოსპორტსა და ტურიზმის სფეროებში, რეექსპორტზე და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე ცვლილებებთან დაკავშირებით.შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები და წინადადებები განხილული იქნება ახალი პროგრამის და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე.შინაგან საქმეთა სამინისტრო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტიორების, დილერების, მომხმარებლების და ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კანონპროექტში მოცემული და პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ვადები, რომელიც წინასწარ გაჟღერდა - იყო პირობითი და ეს ვადები ამ მომენტისთვის ჯერ არ არის განსაზღვრული. ვადების განსაზღვრა პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიღების მომენტში მოხდება, რა დროსაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული გონივრული ე.წ. „ბუფერული“ პერიოდები ყველა ცალკეული ცვლილებისთვის, მათ შორის, მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან მიმართებაში. ამ პერიოდის ათვლა დაიწყება ცვლილებების დამტკიცების შემდეგ. ვადების შესახებ წინასწარ, საჯაროდ და ოფიცილური წყაროებით ეცნობება მოსახლეობას. მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული და სხვა რეგულაციები საბოლოო სახეს მიიღებს მოქალაქეთა ჩართულობის, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების და საპარლამენტო განხილვების შემდეგ. დღევანდელი შეხვედრაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






