ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 22:52, 28 Jan, 2016     1047

ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი, რადგან სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვა ქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც ქვეყანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დგამს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნით ჩამოყალიბდადამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, რომელმაც მოკლე დროში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის დამკვიდრების საქმეში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„ამ კუთხით განხორციელებული რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში. რეფორმა დადებითად შეფასდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც“, - აღნიშნა პრემიერმა.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვის კუთხით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობას ევროკავშირის რეგულაციებთან, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ კომპანიებთან პარტნიორობას და მონაცემთა გაცვლას გაამარტივებს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართ კერძო და საჯარო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ნდობა იზრდება.

სტატისტიკის თანახმად, მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6-ჯერ არის გაზრდილი. ასევე, მზარდია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების სტატისტიკაც.

„ჩვენს საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმის განცდა, რომ საზოგადოების წევრთა პირადი ცხოვრება არ არის დაცული ფარული თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟისაგან. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამის გასაქარწყლებლად. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მშვიდად და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს, რომ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი პრაქტიკა აღარ განმეორდეს და, თუ ვინმე ისევ შეეხება ადამიანთა პირად ცხოვრებას, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ამ საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკვე მესამედ აღნიშნავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42