არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის გამო, რაიონის გამგებლის პოსტისთვის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გოჩა ჯამარაული თუ ბესიკ კახაბრიშვილი იბრძოდნენ. მათ წინასწარ მონაცემებს ცესკო სავარაუდოდ, გვიან ღამით გამოაქვეყნებს.
უბნებში ხმების დათვლა დაიწყო. უახლოეს საათებში შემაჯამებელ ოქმებს საოლქო კომისიაში გადაგზავნიან, საიდანაც პირველად მონაცემებს გვიან ღამითვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწვდიან.
დღის ბოლოს შედგენილია 20-მდე საჩივარი, რომლებიც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხება. არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ მასში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ. რამდენიმე საარჩევნო უბანტან დღეს ადგილი ქონდა დაპირისპირებასაც, გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






