„ეს ადამიანი რომელიც მასკით დგას აქ , რატომ დგას ასე გრიპის ეშინია? არავისთან არ ვაპირებ გარჩევას , მაგრამ პატრული არ მოდის უკვე ნახევარი საათი“ - მიმართა დიმიტრი შაშკინმა უმრავლესობის წევრებს ირაკლი სესიაშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს.
უმრავლესობის წევრებმა აღნიშნული პირებთან კავშირი უარყვეს. „კურიერთან“ საუბარში ამომრჩევლებზე ზეწოლა უარყო ერთ-ერთმა პირმაც, რომელიც საარჩევნო უბანზე სამედიცინო ნიღბით იმყოფებოდა:
„ინციდენტი მოხდა იმიტომ, რომ არ ვყოფილვარ გეუბნები არსად, ჩემი მეგობარი ცხოვრობს აგერ სახლში და გამოვედი. ნიღაბი გავიკეთე იმიტომ რომ გაციებული ვარ და არ მინდა რომ კიდე უარესად შემეყაროს რაღაცა, რაღაცა ვგონივარ. არ შეიძლება ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა იქ დავდგე?“- განაცხადა ერთ-ერთმა ნიღბიანმა. ასევე მეორე ნიღბიანი მამაკაცის განნცხადებითაც მისი საარჩევნო უბნის მიმდებარედ გამოჩენის მიზეზი ახლობელთან მისვლა იყო.
„5 საათამდე ამ უბანზე ტარდებოდა წყნარი მშვიდი არჩევნები, 5 საათზე აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი , რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს იყო იგივე ხალხი რომელიც დაუპირისპირდა გიგა ბოკერიას, იყო მე-5 უბანზე, ურევდა სიტუაციას. ალყა შემოარტყეს უბანს და შეურაცხყოფას აყენებდნენ შემომსვლელ ამომრჩევლებს. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით ნაციონალურმა მოძრაობამ წინასწარ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და პროვოკაციებს აწყობენ. მისი განცხადებით მსგავსი ინციდენტების გამოწვევა ენმ-ს საწუწუნოდ და თავის გასამართლებლად სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






