ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს
პოლიტიკა - 13:41, 28 Jan, 2016     798
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ საინფორმაციო ანგარიშს განიხილავს, რომელშიც საქართველოში მონიტორების ვიზიტია შეფასებული და განხილულილა ის საკითხები, რომელიც მონიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. მომხსენებლები ყურადღებას წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებიზე და მედია თავისუფლებაზე ამახვილებენ.

მომხსენებელი კონსტინ ლუნდგრენის თქმით ისინი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მოახლოებულ არჩევნებსა და არსებულ სიტუაციაზე ორივე მხარისგან მიიღეს ინფორმაცია:

„სანამ ანგარიშს კომიტეტს არ გადავუგზავნი, კომენტარს არ გავაკეთებ, ჩვენ დღეს გვქონდა დისკუსიები შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებსა და არსებულ სიტუაციაზე, რათქმა უნდა გვაინტერესებს განსხვავებული აზრი და შევხვდით საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის წარმომადგენლებსაც. მედია პლურალიზმი და სარედაქციო დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით“- განაცხადა ლუნდგრენიმ.

მომხსენებელ ბორის სილევიჩის თქმით საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებამდე კიდევ იგეგმება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება სანდო წყაროებიდან მოხდეს:

„არჩევნებამდე ვაპირებთ საქართველოში ჩასვლას, რადგან მნიშვნელოვანია ვადევნოთ თვალი მოვლენებს და მივიღოთ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან. ასამბლეა არჩევნების წინ რეზოლუციებს არ იღებს., ვინაიდან პოლიტიკურმა ოპონენტებმა შესაძლოა ეს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენონ. ასე რომ ასამბლეა არ ჩაერევა შიდა პოლიტიკურ ბრძოლებში. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვხვდებით სხვადასხვა პირებს, ვაძლევთ რჩევებს და ამით ბიძგს ვაძლევთ, რომ მოვლენები დადებით ჭრილში წარიმართოს. რაც შეეხება რუსთავი 2-ის საქმეს, ეს საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში. გავეცანით ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შევეცდებით მოვუწოდოთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაცული იყოს,“- განაცხადა მომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42