„მართალია ლოდინში გარკვეული პერიოდი გავიდა, მაგრამ კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, რომ მართლაც გამოძიებული იქნას თითოეული ფაქტი“- განაცხადა გივი თარგამაძემ.
გიგა ბოკერიას განცხადებით კი „ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გამოძიების პერიოდი მოიცავს 1-ელი ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს".
"ანუ არა მარტო აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს ჩადენილ დანაშაულზეა ლაპარაკი, არამედ იმ პერიოდშიც, როდესაც ისინი ამზადებდნენ სამხედრო აგრესიას - გახსოვთ ალბათ თავდასხმები, დაბომბვები სოფლების, ჩვენი სამშვიდობოების მკვლელობა და უკვე პოსტ აქტიური სამხედრო მოქმედებებისა 10 ოქტომბრამდე - ყველა ის მოტაცებები და ის მკვლელობები, რაც იქნა იქ ჩადენილი და სხვა დანაშაულებები, რაც იქნა ჩადენილი საერთაშორისო სამართლის წინაშე. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ უფლებამოსილება მიანიჭა პროკურორს ფატუ ბენსუდას, რათა დაიწყოს გამოძიება შესაძლო კრიმინალურ დანაშაულებებზე, რომელიც ჩადენილ იქნა სამხერეთ ოსეთის რეგიონში, 2008 წლის 1 ივლისიდან, 10 ოქტომბრამდე.
ამ მოთხოვნით პროკურორმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა, რომის სტატუსის 15'' პარაგრაფის თანახმად. 2015 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ 6,335 დაზარალებულის წერილობითი წარდგინება, 2008 წელს საქართველოს აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






