ბოლო დღეების განმავლობაში ოპერა „აბესალომ და ეთერი“ უკვე მერამდენედ ხდება კრიტიკის ობიექტი. რამდენიმე დღის წინ თუ მის ხარისხზე იყო დავა, დღეს უკვე დეკორაციაზე მიდგა საქმე. სოციალუირ ქსელში გამოჩდა ფოტოები, რომელზეც გამოსახულია დეკორაციის ნაწილი, ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“. ფოტოები ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელსაც აკრიტიკებს ასევე მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.
„აი ეს რა არის? დაუკმაყოფილებელია მხატვარი? ან როგორ არავის არ მოუვიდა თავში რომ ეს დიშლა „აბესალომ და ეთერში“ არ უნდა იყოს, თუ რამის ქვეტექსტით თქმა გსურს ადექი და ისე ქენი რომ ერთი შეხედვით არ აღიქმებოდეს (25-ე კადრისა არ იყოს) ეს ქვეტექსტი არაა ეს არის პირდაპირ თქმა იმისა, რომ ან სექსუალური პრობლემებია ან უბრალოდ გკიდია რასაც მინდა იმას ვაკეთებო (მაგრამ მაინც ზემოთ ხსენებულ პრობლემებს წავაწყდებით (თვითონ წააწყდეს)). მე მაპატიეთ, მაგრამ მე რომ ვმღეროდე ამ დადგმაში პროტესტი გამიჩნდებოდა აუცილებლად. დადექით და გამამტყუნეთ ან მეძახეთ ხელოვნებაში (ამგვარში) გაუთვიცნობიერებელი. ხო ვისაც მოგწონთ თქვენ ჯანში იყოსო ნათქვამია“- წერს გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.


მასალის გამოყენების პირობები






