გარდაბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. ჩხუბი იყო მეოთხე საარჩევნო უბანთან. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, „ქართული ოცნების“ წევრები მათ აქტივისტებს ავიწროვებენ.
ისინი დღის ბოლომდე პროვოკაციებს არ გამორიცხავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პროცესებში ჩაერიონ.
„დადის ერთი ჯგუფი და აწყობს პროვოკაციებს. ორივე უბანზე წინა არჩევნები მოგებული გვაქვს. როგორც ჩანს, ეხლა აქვთ დავალება, რომ ჩაშალონ არჩევნები. სრულიად ცხადია, რომ მოდიან და შლიან. ერთი და იგივე ხალხი დადის სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან. ეს ადამიანები მეექვსე საარჩევნო უბანთანაც იყვნენ. ისინი თავს ესხმიან ჩვენს აქტივისტებს“, - ამბობს ენმ-ის წევრი სეგრო რატიანი.
დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ გოჩა ჯამარაული.
მასალის გამოყენების პირობები






