უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთაროა საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მიხეილო ჯანელიძისთის მას კომპეტენცია არ დაუწუნებია.
ამის შესახებ ქანთარიამ გადაცემა „პრიორიტეტებში“ განაცხადა.
„რაც შეეხება კომპეტენციას, მე ეს არ მიხსენებია. არავითარი კომპეტენცია მე ჯანელიძესთვის არ დამიწუნებია. ის საკმაოდ მცოდნეა და საუკეთესო დიპლომატი იქნება მომავალში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისეთ პოლიტიკურ ვეშაპთან, როგორიც ლავროვია და ასეთ მწვავე თემაზე სასაუბროდ, ჯანელიძეს თავისი ასაკის და ბიოგრაფიის მიხედვით გამოცდილება არ აქვს. ასეთ შეხვედრებს საგანგებო მომზადება სჭირდება. როგორც წესი უნდა იყოს გამობრძმედილი ესეთ საქმეში. რომ გადავხედოთ შეიძლება ერთი ორი კაცი დავასახელო, ეს არის ზურა აბაშიძე და თედო ჯაფარიძე“, - აღნიშნა ქანთარიამ.
დეპუტატმა თინა ხიდაშელის კრიტიკასაც უპასუხა.
„იგივე შემიძლია ვთქვა თინა ხიდაშელზეც. ის არის კომპეტენტური, როგორც თავდაცვის მინისტრი, მაგრამ საომარი გამოცდილება არ აქვს. თუ თინა იტყვის მე ტანკისტი ვიყავიო ეს სხვა საქმეა“, - აღნიშნა ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






