ამის შესახებ ქანთარიამ გადაცემა „პრიორიტეტებში“ საუბრისას განაცხადა.
„აქ გაფუჭებულ ტელეფონთან გვაქვს საქმე. მე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს, თანაგუნდელებს, რომლებმაც ასეთი ერთსულოვნება გამოიჩინეს, მაგრამ ამავდროულად მინდა ვუთხრა, რომ ჯანელიძეს მათი ქომაგობა არ სჭირდება. აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ არასწორად იქნა მათთან მიტანილი ინფორმაცია. ვურჩევდი, რომ ორიგინალს დაეყრდნონ ხოლმე... ამის შემდეგ ჩაუკვირდნენ რას ეხება კომენტარი“, - განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატმა დღეს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან სასაუბროდ გამოცდილება აკლია და თუ დღის წესრიგში მოლაპარაკებები დადგა, რუსეთის მთავარ დიპლომატს თედო ჯაფარიძე უნდა შეხვდეს. აღნიშულ განცხადებას უმრავლესობის წევრების კრიტიკა მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






