სინდისმა შეგაწუხა?! თანაგიგრძნობ, ასე როგორ გაგიჭირდა" - კობახიძე ელისაშვილის და ზაუტაშვილის შეხვედრაზე
პოლიტიკა - 20:22, 27 Jan, 2016     6446

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილისა და ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პროკურატურას მიმართავს.

„აი, როგორ არ გამოვეხმაურო ამ ყოვლად უღირსი, ცრუმოწმის ბოლო ნამოქმედარს?! როგორც ჩანს, ელისაშვილს ხელში ისე შემოეფცქვნა მისივე ფანტაზიები, რომ საშველად ციხეში პატიმარს მიაკითხა, ებოდიშა, დახმარებას შეპირდა, ახალი ადვოკატი შესთავაზა... ვიდრე რამეს განაცხადებ და მოთხოვ პროკურატურას, ჯერ იმ საჩივრების და განცხადებების ბედი მოიკითხე, რაც პარლამენტიდან ამ საქმესთან დაკავშირებით პირადად მაქვს გადაგზავნილი, მე რომ პილიტიკური ქულების დაწერა მდომოდა ამ საქმეზე, შენსავით ვირბენდი ეთერებში სულელური განცხადებებით! დიახ, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, გამოძიების განახლებას ვითხოვდი და წამებაზე ძიების დაწყებას, ხოდა შედეგი რომ ჭიანურდებოდა, ამიტომ ითხოვა იმ ხალხმა შეწყალება, (უკვე მერამდენედ ვამბობ) თუმცა ზუსტად შენ, პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, საბოლოოდ გაწირე ეს ადამიანები, ხოდა ახლა სინდისმა შეგაწუხა?! ამიტომ სთავაზობ ახლა დახმარებას?! ადვოკატს უნიშნავ, როცა მოქმედი ადვოკატი ყავს ადამიანს და ის არ აუცილებია?! იქნებ საკუთარ ტყავს უფრთხილდები?! სად გაგონილა საქმეში ერთი მოწმე მეორეს დაცვას უნიშნავდეს, რატომ?! შენს ინტერესებში რომ იმოქმედოს იმიტომ?! და ახლა ვინმე დაიჯერებს, რომ შენ მართლა პატიმრის ბედი გადარდებს?! თანაგიგრძნობ, ასე როგორ გაგიჭირდა, თავად გასაჭირში მყოფი პატიმრით ეცადო სამარცხვინო მდგომარეობიდან თავის დაღწევას?! და ახლა, მივმართავ პროკურატურას, დროულად დაასრულოს ამ ცრუპენტელა ადამიანის მიერ გავრცელებული ჭორის საფუძველზე დაწყებული გამოძიება! ან დაამტკიცეთ, რომ ნაძირალა, მექრთამე, კორუმპირებული, უღირსი დეპუტატი ვარ ან ამ ადამიანს აგებინეთ პასუხი ცრუ დასმენისთვის, გამოძიების მიმართ ხელშეშლისთვის, ჩვენების მიცემაზე უარისთვის და კიდევ რა გითხრათ?, ორი სიმართლე არ არსებობს და ამის გარკვევას, განა რამდენი დრო ჭირდება?! და კიდევ, იქნებ ჯობდა, თავიდანვე რიგითობა დაგეცვათ და ამ ყბადაღებულ საქმეში 2011 წლიდან მოყოლებული, ჯერ ჩემი და პატიმრების გამოგზავნილი საჩივრებისთვის გეპასუხათ სათანადოდ და შემდეგ ელისაშვილის ზღაპრებისთვის!“, - წერს კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42