„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ნუკრი ქანთარიას დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მთავრობის არაკომპეტენტურობას აღიარებს.
ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების" ყველაზე მხურვალე და აგრესიული წევრებიც კი ხვდებიან, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას არ აქვს კომპეტენცია და ამ მთავრობისა და ამ პოლიტიკური ძალის დრო იწურება. ამაზე უფრო მეტი არ შეიძლება ეთქვა მოწინააღმდეგესაც კი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთ წევრს არ აქვს კომპეტენცია,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა. ქანთარია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს საამისოდ გამოცდილება აკლია და თუ დღის წესრიგში მოლაპარაკებები დადგა, რუსეთის მთავარ დიპლომატს თედო ჯაფარიძე უნდა შეხვდეს.
მასალის გამოყენების პირობები






