ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დარღვევებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი არ არის.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო ადამიანის დაცვის კუთხით სწორი მიმართულებით მიდის და ამიტომ კრიტიკა ამ მხრივ მიუღებელია.
„ამ ანგარიშში, კონკრეტული დარღვევის დროს საუბარია იმაზე, რომ ინფორმაცია მოწოდებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მითითებულია მათი წყარო, ანუ „მათი განმარტებით“, „მათი სიტყვებით“, ასე ამბობს ანგარიშში და არა ის, რომ მტკიცებით ფორმაში იყოს საუბარი რაიმე ტიპის სისტემურ პრობლემაზე. ცალკეული დარღვევები ყოველთვის იქნება უფლებების დაცვის კუთხით და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ასეთი ტიპის დარღვევაზე სახელმწიფოს დღეს აქვს მზაობა არა მიჩქმალოს ფაქტები, როგორც ეს ადრე ხდება, არამედ გავაკეთოთ ამაზე რეაგირება და ეს ფაქტები გამოსწორდეს. დინამიკა არის კარგი, ადამიანის დაცვის კუთხით ჩვენ სწორი მიმართულები მივდივართ“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






