მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა
პოლიტიკა - 17:28, 27 Jan, 2016     908
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ ჭიჭინაძემ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის მთავრობის წევრები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრენენ.

დავით ნარმანიას განცხადებით გასულ წელს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა აქტიურად იმუშავა.

"ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით. სამსახური ძირითადად პოლიტიკის განსაზღვრით და დონორებთან კოოორდინაციით იყო დაკავებული, ასევე ხორციელდებოდა საინვესტიციო პროექტების კოორდინაცია. 2016 წელს სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ვააქტიურებთ იმ თვალსაზრისით, რომ იზრდება დონორებთან კოორდინაციის კომპონენტი სამსახურში. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ბაზაზე იქნება მეწარმეებთან ურთიერთობის მიმართულება, რაც მორგებული იქნება მეწარმეთა საჭიროებებზე",- განაცხადა თბილისის მერმა.

ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 2015 წელს 3,72 მლნ ლარს შეადგენდა. შესრულების მაჩვენებელმა 3,68 მლნ ლარი შეადგინა, რაც სამსახურის ბიუჯეტის 99%-ს წარმოადგენს.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ "იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის" ფარგლებში დაფინანსდა 13 ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის სესხი მიიღეს როგორც 13 ივნისის სტიქიით, ასევე ხანძრით დაზარალებულმა კომპანიებმაც. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სესხი 6%-ად, დაზარალებული ბიზნესის შემთხვევაში კი 3%-ად გაიცა.

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით "მეწარმეობის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა პირმა გაიარა გადამზადების კურსები. მათ შორის 450 მეწარმეს ტრენინგი საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლებსა და ფინანსების მართვაში, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობასა და სახელმწიფო შესყიდვებში ჩაუტარდა.

სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს სასტუმროების მენეჯერებმა, რეგისტრატურის, კვების ბლოკის და ნომრების მომსახურე თანამშრომლებმაც (300 თანამშრომელი). კურსის მონაწილეები ეფექტური მომსახურების პრინციპებს და სტანდარტებს, მომსახურების სფეროში შექმნილი პრობლემური სიტუაციების მართვის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის საკითხებს და სხვა, სასტუმროს პერსონალისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაეცნენ. გარდა ამისა, სამსახურის მოწვევით მარკეტინგის ჰოლანდიელმა ექსპერტმა იაკობ ვან დრევენმა სასტუმროების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42