დიდთოვლობა აჭარასა და გურიაში - ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს
პოლიტიკა - 16:29, 27 Jan, 2016     1281

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, გურიის შემდეგ ამჟამად აჭარაში იმყოფება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

გიორგი ამაშუკელმა დღეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ილია ელოშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაში, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები დიდთოვლობის შედეგად რეგიონში შექმნილი პრობლემის დროულად გადასაჭრელად.

ამაშუკელის განცხადებით, შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში გაწმენდითი სამუშაოების დასაჩქარებლად მუნიციპალური ტექნიკის გარდა, მობილიზებულია კერძო კომპანიების კუთვნილი სპეცტექნიკა და მუშახელი. კერძოდ, მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე მომუშავე 35 ერთეულ ტექნიკას და ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის 300-მდე თანამშრომელს უკვე დაემატა 100 ადამიანი და 15 ერთეული სპეცტექნიკა.

ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული ყველა ორგანიზაცია. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს (ტელ.:27 26 09; 24 22 22). ერთდროულად იწმინდება ქუჩები ქალაქის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. პარალელურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა ჭაობის დასახლებაში. შეუფერხებლად ხორციელდება წყალმომარაგება როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებიათვის. ბათუმის გამწვანებისა და ლადნშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ თოვლის საფარისაგან დაზიანებული ხეების გაწმენდაზე.

რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, არჩილ ხაბაძის განცხადებით, სოფლებში გზების გაწმენდაზე 52-მდე ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. რეგიონის მოსახლეობა სრულყოფილად უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირითა და სასმელი წყლით. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე კი, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ბათუმი-ახალციხის მიმართულებით მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. გაიწმინდა და კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მძიმე ტექნიკა მუშაობს მწვანე კონცხის გვირაბთან და იყრება ტექნიკური მარილი.

აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ასობით აბონენტს. ბოლო მონაცემებით, რეგიონში შუქი არ მიეწოდება 1210 აბონენტს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია დამატებითი ბრიგადები სამეგრელოდან, მიმდინარეობს ავარიული უბნების აღდგენითი სამუშაოები.

„დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების ოპერატიულად მოსაგვარებლად, მთელი რეგიონის მასშტაბით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური, საქართველოს გზების დეპარტამენტი, ენერგეტიკის სამინისტრო, „ენერგო-პრო“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

დღესვე გიორგი ამაშუკელი არჩილ ხაბაძესთან ერთად ქობულეთში ჩავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42