სახელმწიფო მოსახლეობის მიწებს ისაკუთრებს - "გირჩის" განცხადება
პოლიტიკა - 13:38, 27 Jan, 2016     1408

"ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ მიწების მალულად მისაკუთრება ხდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენაციას „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, მარტვილის, გორის და ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

„მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, დაიწყო ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება. ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე რაიონი და დავადგინეთ რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე მიითვისა 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა. სავარაუდოდ ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ეს ნიშნავს შემდეგს:

თქვენ ან თქვენი ოჯახი შესაძლოა თვლიდეთ რომ საკუთრებაში გაგაჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობთ/ამუშავებთ, მაგრამ არ გაქვთ გაკეთებული რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ასეთ მიწის ნაკვეთს მთავრობა ჩამოგართმევთ ისე რომ არც შეგატყობინებთ და გადააფორმებს სახელმწიფოზე.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი თვლის რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და წარმოადგენს საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას.

სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი! ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა!

ჩვენ ვაპირებთ დავადგინოთ ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება!“, - ამბობს ხვიჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42