უკრაინულ საიტებზე გავრცელებული ვიდეო, სადაც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი არიან ასახულნი სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა. უამრავი ადამიანი აფიქსირებდა საკუთარ აზრს. ზოგი ლანძღვა-გინებას არ იშურებდა, ზოგი კი საზოგადოებას მოუწოდებდა სხვა საქმით დაკავებულიყვნენ და თავი დაენებებინათ მიშა მესხისთვის. სოციალურ ქსელში გამოჩდა რეჟისორ გელა ბაბლუანის პოსტიც, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ სულაც არ ეკუთვნოდა მას. თვითმარქვია გელა ბაბლუანი, ოლიკო ბაბლუანმა ამხილა და ძმის ფეისბუკ გვერდზე დაპოსტა, რომ უკვე რამდენიმე წელია სრულიად უცნობი ადამიანი გელას სახელით სარგებლობს და სოციალურ ქსელში სხვადასხვა განცხადებებს აკეთებს.
„რამდენიმე წელია, უცნობი „დაავადებული" ადამიანი სარგებლობს გელას სახელით ფბ -ზე. შექმილი აქვს პროფილი, რომლითაც აკეთებს სხვა და სხვა ტიპის განცხადებებს. 2 -ჯერ გავაუქმებინეთ ( ფბ მივმართეთ).
შედეგი სახეზეა, დღეს ისევ აგრძელებს სხვისი პირადი ცხოვრებით, სოციალურ ქსელში აქტიუობას.
ფოტოზე მოცემული ფბ პროფილი არ ეკუთვნის გელას პროფილს , შესაბამისად არც
ამბები.გე-ს მიერ განიუსებული
განცხადებაა გელასი“- წერს ოლიკო ბაბლუანი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები






