კახა კოჟორიძე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 13:25, 27 Jan, 2016     911

„კაცობრიობას არ უნდა სჭირდებოდეს ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედიები იმის გასააზრებლად, რომ ბრძოლა განსხვავებულის წინააღმდეგ არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, რადგან ის საფრთხეს უქმნის იმ იდეალებს, რომელსაც კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარება ეფუძნება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მიმართა.

„დღეს ჩვენ ვერაფრით მივაგებთ უფრო დიდ პატივს ჰოლოკოსტის გმირთა ნათელ ხსოვნას, თუ არა ისეთი მომავლის შენებით, სადაც ჩვენი შვილები, ყველა მომავალი თაობა მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების გარემოში იცხოვრებს. სამყაროში, სადაც ჰოლოკოსტი შეუძლებელია. სამწუხაროდ, ზოგჯერ კაცობრიობა მარტივ ჭეშმარიტებებზე მხოლოდ მას შემდეგ აღწევს საყოველთაო თანხმობას, როდესაც გაივლის საშინელ ტრაგედიებს. საქართველოში არის განსხვავებულთა მშვიდობიანი თანაარსებობის უნიკალური და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაძლიეროთ და საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში“, - განაცადა კახა კოჟორიძემ.

ღონისძიებას, რომელიც USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის - UNAG „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42