მიხეილ მაჭავარიანი გარდაბანში წინასაარჩევნოდ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:23, 27 Jan, 2016     1401

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრიფინგზე გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა 700 კაციან სამხედრო უბანზე, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა და ახლა დაემატა. დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდაბანში წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ კანონდარღვევას აქვს ადგილი. კონკრეტულად კი, კუმისის ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვა და დაბრუნებას მხოლოდ საარჩევნო უბანზე დაჰპირდა.

"ის 700 კაციანი სამხედრო უბანი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა, ახლა როგორც ჩანს თავდაცვის მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით ეს უბანი დაემატა. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. სასამართლომ 10 დღის წინ დაავალა ოლქს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაერეგისტრირებინა და გაეტარებინა ეს უბანი, როცა გვარობრივად იქნებოდა გავლილი იმ ჯარისკაცების რეგისტრაცია, რომლებიც ამ სამხედრო უბნებზე არიან რეგისტრირებული. ანუ, ოლქს უნდა გაერკვია ყველა ამ ჯარისკაცს როდის ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი. ოლქმა ეს არ გააკეთა. ჩვენ გავასაჩივრეთ, ოლქის ეს ქმედება. დღეს ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე მურუსიძისნაირ მოსამართლეს დაეწეროს.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯარისკაცები არიან პატრიოტები და ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ. სამწუხაროა რომ მათ საარჩევნო მასად გამოყენება სურთ, როგორც ეს საგარეჯოში მოხდა.

მეორე საკითხი შეეხება ვინმე გოგიტა მაისურაძეს, რომელიც კუმისის ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ამ ადამიანმა ფეოდალობა გადაწყვიტა. დაახლოებით 60 თანამშრომელს პირადობის მოწმობა ჩამოართვა, ეს ადამიანები ხმას 57-ე უბანზე აძლებვენ, და მათ უთხრა, რომ ადგილზე საარჩევნო უბანზე დაურიგებდა.

მივმართავ მას, ესაა სისხლის სამართლის დანაშაული. როგორც კი შევამჩნევთ რომ ის ადგილზე არიგებს პირადობის მოწმობებს, გამოვიძახებთ პატრულს და ეს კაცი იქნება სათანადოდ დასჯილი“, - ამბობს მაჭავარიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42