"მეძავმა ყველა ხერხით ისარგებლა " - იუნა შაფათავა ცნობილ ადამიანთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა
სოც.მედია - 11:45, 27 Jan, 2016     12115

იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში მის ერთ-ერთი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა იუნას ურთიერთობა ცნობილ ადამინათან ჰქონდა, თუმცა მის სახელს არ აკონკრეტებს.

„2-3 წლის წინ, ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან ვისხედით კაფეში, სამნი, კიდევ ერთ მეგობართან ერთად. ორივე მამაკაცი იყო. კაფეს მენეჯერი მოვიდა ჩემს დანახვაზე და მთხოვა- თუ შეიძლება, ჩვენი საპატიო სტუმრების სიაში შეგიყვანთ, ფოტოს გადაგიღებთ და კედელზე დავკიდებთო სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად. კი ბატონო მეთქი, დიდი მადლობა პატივისთვის. ამ ცნობილ მამაკაცს ბოდიში მოვუხადე-შენი კომპრომეტირება არ მინდა, მერე კუდს მოაბავენ ფოტოს,არც მე მჭირდება ეს,არც შენ-მეთქი. ცალკე მაგიდასთან გადავჯექი ფოტოს გადასაღებად. მეორე მეგობარს ეწყინა და მენეჯერს მიმართა: იცით, ვინ არის ეს ახალგაზრდა მამაკაციო? და უთხრა, ვინც იყო. მენეჯერმა ბოდიში მოიხადა, ვერ ვიცანიო, გაუღიმა, არაფერი უპასუხა.

გავიდა დრო. ამ ძალიან ცნობილმა ადამიანმა მოიყვანა ცოლი, ცნობილი მეძავი, ფარული მეძავი. ჩვენ შევხვდით საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას, დახურულ საღამოზე.

მოდის ეს ძალიან ცნობილი მამაკაცი, მიყურებს თავისი დაყენებული რომანტიული მზერით და მივლის გვერდს,"ვერ მხედავს". ის ჩემი გაფრთხილება, კომპრომეტირების, სრული სერიოზულობით მიიღო. იმ საღამოს მეცვა ძალიან ლამაზი კაბა და რა თქმა უნდა,მე ის მამაკაცი არაფერში მჭირდებოდა, მისალმების გარდა. ეტიკეტია მისალმება, ელემენტარული. უკვე გარესპექტებული ცოლი იქვე იყო, სადღაც. ქმრის სახელის რესპექტს იმკიდა. რეალური გაცნობა და საზოგადოებისთვის ცნობილი ვერსია მათი ურთიერთობის შავი და თეთრივით განსხვავებულია....

ჰმ. ცნობილმა მეძავმა ყველა ხერხით ისარგებლა და რესპექტაბელური მამაკაცის დაფასებული ცოლია.

ამ მამაკაცთან, რა თქმა უნდა, ერთადერთი რომანტიული საღამო მქონდა, როგორც მე მჩვევია. და,ისევ მე რომ მჩვევია,ზედმეტი სენტიმენტების და ჩემი მხრიდან, გადაჭრით უარით, უარი ვთქვი ნებისმიერი სახის გაგრძელებაზე, მისი განებივრებული ხასიათის ცრემლიანი სიყვარულის ახსნების მიუხედავად. ბუნებამ დასაჯა თავისი თავის და შესაძლებლობების ზედმეტად დაფასებისთვის: თითქოს და რესპექტაბელური ცოლის პრე-ისტორია მჟღავნდება და მათი ალიანსი ფიასკოს განიცდის.

არ ვიცი,რამ გამახსენა,მაგრამ მორალი: მართალია, მსოფლიო რელიგიით,თავმდაბლობა კარგია,და ბუნება თავისას დაგიფასებს,მაგრამ ის,ვინც იმსახურებს პატივისცემას, ხშირად მოჩვენებით პატივსაცემია; ის,ვინც თავმდაბალია და ის, ვინც თავხედია,ხშირად საზოგადოებაში vice versa როლებში ჩანან. ჩვენ ისეთები არ ვართ,როგორებიც ვჩანვართ.

ცნობილობა და პატივისცემა, სხვა არაფერია, რაც დროებითი სტატუსი საზოგადოებაში. რომელსაც თანაბრად აინტერესებს ქუჩის ბომჟის და პრეზიდენტის ისტორიები,მთავარია სანახაობა :))))) სანახაობა, აი რა უყვარს საზოგადოებას. ის ისეთივე უსულოა, როგორც ვაკუუმი,გალაქტიკაში პლანეტებს შორის. სული ვართ ადამიანები. განყენებული.

საზოგადოების თვალი ბრმაა, მისი აზრი -ილუზორულია. ისევე,როგორც ჩვენი დროებითი "სტატუსები", - წერს შაფათავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42