სანოტარო მომსახურება კიდევ 6 მუნიციპალიტეტბში გახდა ხელმისაწვდომი
პოლიტიკა - 10:56, 27 Jan, 2016     826
დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები 6 მუნიციპალიტეტში დანიშნა. სართიჭალა, ამბროლაური, წყალტუბო, ქედა, ქარელი, ლენტეხი - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. მაგალითად, სართიჭალას 2016 წლამდე ნოტარიუსი არასოდეს ჰყოლია, ამბროლაური და ქედა ნოტარიუსებმა სამი წლის წინათ მიატოვეს და თბილისის ცენტრალურ უბანში დაფუძნდნენ.

ამიერიდან სართიჭალას ნოტარიუსი ქეთევან ქურასბედიანი მოემსახურება, ამბროლაურის მოსახლეობას - ლანა მაჭავარიანი, წყალტუბოს - ქრისტინე მერკვილაძე, ქედას - ქეთევან ტყეშელაშვილი, ქარელს - ლანა ხანიშვილი, ლენტეხს - ალექსანდრე ჩალაური.

კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ საქმიანობის გაგრძელება მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლებათ.
ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს შესაბამის დახმერაბას სანოტარო საქმიანობის სრულფასოვნად განსახორციელებლად.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.

ნოტარიუსთა დანიშვნის წესი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული რეფორმა ითვალისწინებს, ევროპის ბევრ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, ესპანეთი...) მოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42