ექსკლუზივი: რა უთხრა ლავროვმა 2008 წელს ქართულ ოპოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
პოლიტიკა - 21:52, 26 Jan, 2016     4387
,,ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებებს "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.

კირთაძემ სერგეი ლავროვის მუქარანარევი განცხადებები შეაფასა და რუს დიპლომატთან აგვისტოს ომამდე, სულ რამდენიმე თვით ადრე გამართულ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ექსკლუზიურად „ნიუპოსტისთვის“ საქართველოს პატრიაქრის ილია მეორეს შეხვედრის დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც უწმინდესმა რუსეთის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებთან და პატრიარქებთან გამართა.

„პანკისის ხეობაში არსებული ე.წ პრობლემების შესახებ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებით დავიწყოთ. რუსი პოლიტიკოსები და ექსპეტები ამ თემაზე ხშირად აპელირებდნენ, ეს მათთვის საკმაოდ ცნობილი პროპაგანტისტული თემაა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ამ თემაზე საკმაოდ ხმაურიანი განცხადების გაკეთება, ცხადია სხვა დატვირთვის ანონსია და, საფრთხის შემცველია. ჩემი აზრით, ლავროვის განცხადება უნდა განვიხილოთ რუსული ცნობოლი პოლიტიკის - მათრახისა და "პრიანიკის" ფორმატში“ - უთხრა ,,ნიუპოსტს“ ნესტან კირთაძემ.

,,ნიუპოსტის“ კითხვის საპასუხოდ - როგორ წარმოუდგენია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ნესტან კირთაძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიაქრის მოსკოვში გამართული შეხვედრები გაიხსენა.

„მე პირადად ვარ მომსწრე, საქართველოს ყველაზე რეალური ლიდერის, კათალიკოს –პატრიარქის ილია მეორის ვიზიტებისა მოსკოვში, როცა იგი ესაუბრა მედვედევსა და პუტინს, ასევე რუსეთის წინა და ამჟამინდელ პატრიარქტებს. ილია მეორის პოზიცია, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იწყებოდა საუბარი, იყო შეუვალად მყარი. იყო პრინციპული და ამბობდა: მანამ და ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო არის დაშლილი და დაქუცმაცებული, ვიდრე არსებობს იძულებით გადადგილებული ადამიანები, ურთულესია საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების ან სახელმწიფოთა ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობაზე “- აღნიშნა ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტმა.

ნესტან კირთაძის შეფასებით ვიდრე რუსეთის ფედერაციაში „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საელჩოები არსებობს, როცა საქართველოს გული აქვს ამოგლეჯილი და მავთულ–ხლართებში გახვეული, და არის ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არის ყალბი რიტორიკა, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

,,მე მქონდა შესაძლებლობა ამის შესახებ თავად მესაუბრა სერგეი ლავროვთან" - აღნიშნა კირთაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში და სერგეი ლავროვთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაც გაიხსენა, რომელიც 2008 წლის იანვარში გაიმართა.

ნესტან კირთაძის განცხადებით, მან და კოკო გამსახურდიამ ლავროვთან შეხვედრაზე სეპარატისტული რეჟიმების არსებობაზე გაამხვილეს ყურადღება.

„ბატონმა ლავროვმა ზედმიწევნით იცის, ქართველი პოლიტიკოსების, ცაკლეულ პრორუს სუბიქტებს არ ვგულისხმობ, დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ლავროვი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, და იმის მიუხედავად, რომ ის შეხვედრის ბოლომდე შეეცადა კეთილგანწყობილი დიპლომატის როლის თამაშს, მოიშველია იმ დროს პრობლემად ქცეული, საერთაშორისო დაუსრულებელი პოლემიკის დონეზე აყვანილი კოსოვოს საკითხი. მან პირადაპირ თქვა, გადაწყდება კოსოვოს საკითხი და მისი აღიარება - დაირღვევა საერთაშორისო სამართალი და შეიქმნება პრეცენდენტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების“- აღნიშნა მან. ეს გაფრთხილებაც იყო და რუსული ,,საშინაო დავალებების“ მზადების (პუტინის ცნობილი ფრაზა: ,,Дамашние заготовки“) დემონსტრირება“ – აღნიშნა ნესტან კირთაძემ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42