საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები ექსპორტზე საუდის არაბეთში გავა
პოლიტიკა - 20:33, 26 Jan, 2016     2394

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას მიერ საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანები ექსპორტზე საუდის არაბეთში გავა. კომპანიის ინფორმაციით, საუდის არაბეთში სულ 100 ერთეული ჯავშანმანა გავა, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 100 მილიონი ლარია. ჯავშანტექნიკის პირველი პარტია საუდის არაბეთში 30 იანვარს გაიგზავნება.

,დელტას,, მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა. მანქანის ტესტირებები კი 1 დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა .

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით საუდის არაბეთთან გაფორმებულია ხელშეკრულება ასზე მეტი ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონამდე ლარია. კონტრაქტის წარმატებით დასრულების შემდეგ - სსიპ სსსტც „დელტა“, კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მიაწოდებს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. უნივერსალურ 4×4 შასიზე აგებული ჯავშანმანქანა მთლიანად დაპროექტებულია, აწყობილია და შემოწმებულია სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ.

მანქანას გააჩნია 356 ცხ/ძალის სიმძლავრის V8 ტიპის ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი. ეს საშუალებას იძლევა მანქანამ ასფალტირებულ გზაზე 120 კმ/საათი სიჩქარე განავითაროს.

ჯავშანმანქანას გააჩნია მაღალი დონის EN1063 B7+ სტანდარტის შესაბამისი ჯავშანდაცვა, რაც ორ ფენიანი ჯავშნით მიიღწევა.

ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას.

მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა.

მაღალი გამავლობა: მძლავრი V8 ორმაგი ტურბო ძრავის სიმძლავრე-წონის მაღალი კოეფიციენტი

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას საშუალებას აძლევს განავითაროს 120 კმ/საათში სიჩქარე ნებისმიერი რელიეფისა და კლიმატის პირობებში.

მაღალი დონის დაცვა: კორპუსის სტრუქტურაში გამოყენებული ჯავშანფილები ისეთი კუთხით არის განლაგებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური დაცვა კინეტიკური და ნაღმის დარტყმის ძალის საფრთხისგან. მანქანის ძირი დამზადებულია ჯავშანფოლადის ფენისგან – ხოლო დაცვის დონე გაძლიერებულია დამატებითი ჯავშანპანელებით, რომლებიც დაზიანების შემდეგ მარტივად შეიძლება შეიცვალოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42