საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო
პოლიტიკა - 19:54, 26 Jan, 2016     1178
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ეუთო-ში ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ვიგენინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრისას საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობასა და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საარჩევნო საკითხებზე კონსტრუქციულ დიალოგსა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებები“ საქართველოსათვის მიუღებელია.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიისათვის მზადების პროცესზე, რომელსაც თბილისი 2016 წლის ივლისში უმასპინძლებს.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართელოს პარლამენტის წევრები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42