საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მის აღმატებულება მარსელო რებელო დე სუზას, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ,
მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა.
მსურს ავღნიშნო, რომ საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო პარტნიორობა წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულიხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის,მეგობარი პორტუგალიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






