მას შემდეგ რაც თოქ-შოუ „პროფილის“ ახალი გადაცემის ანონსი გავიდა ეთერში არ ცხრება გარკვეული ადამიანების კრიტიკა. აზრთა სხვადასხვაობა მოზარდებში სუიციდის გახშირების თემამ გამოიწვია. თუმცა მაია ასათიანი, რომელიც კიდევ ერთხელ ეხმიანება კრიტიკოსებს, თვლის რომ ამ თემასთან მიმართებაში დუმილი დანაშაულია!
„უკვე რამდენიმე დღეა, გარკვეული ადამიანები აკრიტიკებენ გადაცემას, რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა. ცოტა უცნაურია ამტკიცო, რომ რაღაც არ ვარგა, მაშინ როცა ეს „რაღაც" ჯერ არ გინახავს. ბოლო ორი წლის მანძილზე მოზარდებში სუიციდის შემთხვევები საგრძნობლადაა მომატებული, ამას ამტკიცებს ყველა სპეციალისტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვალის დახუჭვა და წაყრუება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ პრობლემაასთან, რბილად რომ ვთქვათ არასწორია. გადაცემა მშობლებისთვისაა, რომლებსაც შვილები გარდატეხის ასაკში ყავთ! ძალიან გთხოვთ ნუ უწყობთ ხელს სკანდალის შექმნას იმ თემის ირგვლივ, სადაც ძალიან ფრთხილი მობყრობაა საჭირო. დიახ დუმილი დანაშაულია! როცა ქვეყანაში ერთ წელიწადში 100-ზე მეტი სუიციდის შემთხვევა ხდება- ამას წაყრუება კი არა მიზეზების კვლევა სჭირდება! და მუდმივად სეირის მაყურებლის როლში ყოფნა, როცა ბავშვები იღუპებიან- სირცხვილია!“-წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






