,,რუსეთთან შეხვედრას აზრი მხოლოდ დეოკუპაციის შემთხვევაში აქვს“ - მაია ფანჯიკიძე ლავროვის განცხადებაზე
პოლიტიკა - 16:06, 26 Jan, 2016     1721
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე სერგეი ლავროვის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა იქამდე ვერ აღდგება, სანამ ამ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

"საქრათველო - რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა 2008 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. შესაბამისად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მესახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სანამ ეს არ მოხდება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია"- უთხრა "ნიუპოსტს" საგარეო საქმეთს ყოფილმა მინისტრმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კრემლის წარმომადგენლებთან შეხვერას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ რუსეთი დეოკუპაციას დასთანხმდება.

"რაც შეეხება შეხვედრისთვის მზადყოფნას, ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს წინასწარი პირობები. შეხვედრა -შეხვედრისთვის არ უნდა დაიგეგმოს. მან უნდა მოიტანოს კონკრეტული შედეგი. თუ კი რუსეთი თავის განცხადებებში აპელირებას ისევ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე გააკეთებს, მსგავს შეხვედრას აზრი არ აქვს. ჩვენ რუსულ მხარესთან შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გვაქვს, არსებობს აბაშუძე-კარასინის ფორმატი ამ ეტაპზე სხვა ფორმატის მოძიების აუცილებლობა არ დგას, თუ კი რაიმე სახის შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ ექნება ან ამ შედეგის პერსპექტივა"- ფანმარტა მაია ფანჯიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42