როგორც მაჭავარიანმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან მხოლოდ მაშინ გამოვა, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აღარ ექნება.
„რაც შეეხება ყინულის დაძვრას რას გულისხმობს ლავროვი, რომ ორი კონა მწვანილი გავიდა რუსეთში? ჩვენი ყინული დაიძვრება მაშინ, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიღებს. ეს არის დეოკუპაცია, ეს არის ყინულის დაძვრა. სამი წლის განმავლობაში ბევრჯერ გამიგია შეხვედრების დაწყების შესახებ, მაგრამ არ მესმის რაზე უნდა იყოს საუბარი. კარასინი-აბაშიძე ხომ საუბრობენ კიტრებზე და პამიდორზე. რამე არის სხვა თემა გარდა საოკუპაციო თემისა? რაც შეეხება დიპლომატიურ ურთოერთობას, საქართველოში ვერც ერთი ხელისუფლება, გარდა ოკუპანტების მარიონეტისა ვერ დაეთანხმება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს სამი საელჩო. ეს უნიათო ხელისუფლებაც ვერ გააკეთებს ამას, რადგან ეს იქნება მიზეზი მათი ხელისუფლებიდან წასვლის“, - ამბობს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ლავროვმა დღევანდელი განცხადებებით ასევე დაადასტურა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის.
„ეს ადასტურებს, რომ როგორც ჩანს აქ არ იყო მხოლოდ ეკონომიკური საკითხი. ამას ვაფრთხილებდით კალაძეს, რომელსაც როგორც ჩანს ისეთი დავალება აქვს ივანიშვილისგან რომ გაზპრომს სულ უნდა ელაპარაკოს. „გაზპრომს“ აქვს პოლიტიკური ფასი. როგორც ჩანს ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რასაც საქართველოზე ფიქრობენ, რომ უნდა გადაიხადონ“, - ამბობს მაჭავარიანი.
მასალის გამოყენების პირობები






