საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის განცხადებებს ტენდენციურს და უპასუხისმგებლოს უწოდებენ
პოლიტიკა - 14:58, 26 Jan, 2016     1434

საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებებს ტენდენციურს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნაქვამი.

„საკონსტიტუციო სასამართლო შეშფოთებულია იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული ტენდენციური და უპასუხისმგებლო განცხადებით.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი რეფორმა თითქოს განპირობეულია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს არ აქვს განსხვავებული აზრის გამოთქმის გარანტირებული უფლება.

შევახსენებთ იუსტიციის მინისტრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მისი გამოქვეყნების უფლება უზრუნველყოფილია როგორც კანონმდებლობით, ასევე დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკით. არც ერთ საქმეზე არც ერთ მოსამართლეს არასოდეს ჰქონია განსხვავებული აზრის დაწერასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეფერხება.

საკონსტიტუციო სასამართლოში, მისი არსებობის მანძილზე, არაერთი მოსამართლის განსხვავებული აზრი დაწერილა, მათ შორის ისეთიც, რომლებიც სამომავლო გადაწყვეტილებებს დასდებია საფუძვლად. ამდენად, ყველას, მათ შორის იუსტიციის მინისტრსაც, აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ გამოქვეყნებულ არაერთ განსხვავებულ აზრს.

აშკარაა, რომ განცხადების გაკეთებისას იუსტიციის მინისტრი აპელირებდა საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებასთან დაკავშირებით განვითარებულ სამწუხარო მოვლენებზე.

შევახსენებთ ქალბატონ მინისტრს, რომ აღნიშნული საქმე სათათბირო ოთახში მოსამართლეთა მიერ განიხილებოდა თითქმის 2 თვის განმავლობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, არაერთგზის გამოეხატა საკუთარი პოზიცია საქმესთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილების საბოლოო პროექტს კენჭი ეყარა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე, რა დროსაც მოსამართლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საბოლოოდ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია და სურვილის შემთხვევაში დაეწერათ განსხვავებული აზრი.

საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სასამართლო დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან, არ არის და არც უნდა იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისფლების მიერ მის გამოქვეყნებაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გადაწყვეტილების გამოცხადება ემსახურება გადაწყვეტილების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის წინა პირობად“, - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება, რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე. ასევე, გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42