„ არც ერთი კაპიკი 8 წლის განმავლობაში არ წასულა არამიზნობრივად და ყველაფერზე იქნება გაცემული პასუხი“
აღნიშნულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით „ქრონიკა“ ირაკლი აბუსერიძეს და გია ნიჟარაძეს დაუკავშირდა.
ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, მან ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ არ იცის და არც თანხებთან დაკავშირებით არ დაუსვამს კითხვა გია ნიჟარაძისთვის, რაც შეეხება თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გაურკვევლობის თავიდან აცილებისთვის აბუსერიძის აზრით საჭიროა რომ ჩატარდეს აუდიტი:
„შევა შეამოწმებს აუდიტი და დასკვნა დაიდება. მე არ ვიცი, მე რაღაც კითხვები მქონდა რაგბის განვითარებასთან დაკავშირებით . გაავრცელონ ეგ ჩანაწერი თუ არსებობს. ჯერ ეს ერთი მე 2 მილიონზე კითხვა არ დამისვამს“- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში.
ჩანაწერის ნამდვილობას ეჭქვეშ აყენებს გია ნიჟარაძეც, მისი თქმით აღნიშნული ჩანაწერი აბსურდულია და მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს, რაც შეეხება რაგბის კავშირის ხარჯებს ყველაფერს პასუხი აუდიტის დასრულების შემდეგ გაეცემა და ის მზადაა პასუხისმგებლობა ტავისთავზე აიღოს.
„რაღაცა სისულელეა აბსოლუტური, აუდიტი ჩატარდება ოფიციალურად და ყველაფერს პასუხი გაეცემა. ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი? ყოჩაღ ბიჭებს! შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე რაც რაგბის კავშირში ხდებოდა ცხადია, ფინანსური დირექტორი და მთავარი ბუღალტერი. ეს კი იმდენად აბსურდული რამეა რა კომენტარი უნდა გავაკეთო სერიოზული“- განაცხადა ნიჟარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






