რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხდება.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლება კარგად იციან.
„დიპლომატიური ურთიერთიბების აღდგენა დღის წესრგში არ დგას. ამ ეტაპზე ვერც დადგება ვერანაიარად და ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ თუ მოხდება სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ალბათ რაღაც ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან მოხსნას, ამისათვის დიპლომატიური ურთიერთობა ამისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის“, - ამბობს აბაშიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ღრმა გაყინული სტადიიდან გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






